მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 31 მაისიდან 18 ივნისამდე მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები თბილისში და ქუთაისში მსოფლიო საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.
ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ იმართება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (13 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში – ავჭალისა და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.
მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება. თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. 2010 წლიდან მოასპარეზეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო პირველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა.
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესთერში მიიღეს (მას შემდეგ, რაც 2015 წელს მოიგეს შესარჩევი ტურნირი – "მსოფლიო რაგბის" 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალია ძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობა.
საქართველოში უკვე ჩამოვიდა რამდენიმე ქვეყნის გუნდი
ახალი ზელანდია
მასალის გამოყენების პირობები