„განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ამაღლებულ განწყობაზე ვართ, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ძალიან ბევრ ადამიანს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ექნება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული უნიკალური სტენდები. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს კარგად დაამახსოვრდება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, რომელსაც თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები






