27 მაისს, "საქართველოს რკინიგზა" აქცია ,,შენც დარგე!“ ფარგლებში ლისის ტბაზე ხეებს დარგავს
საზოგადოება - 10:17, 26 May, 2017     1477

27 მაისს, 11 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე (ამერიკულ აკადემიასთან მდებარე პარკინგიდან რამდენიმე მეტრში), გაიმართება ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ აქციაში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ჩართულია საქართველოს რკინიგზაც.

აღნიშნულ ღონისძიებაში რკინიგზელები ოჯახის წევრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მთავარი აქტივობა ხეების დარგვაა. რკინიგზელთა შვილებისათვის კი, სხვადასხვა სახის თამაშებია დაგეგმილი.

ღონისძიების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყრება ახალ წამოწყებას. საქართველოს რკინიგზა პარტნიორ ორგანიზაციებთან ”მაკულიტერატურა” და ”ბიბლუსთან” ერთად დარგავს ხეებს. ამავდოროულად გამოიწვევს სხვა ორგანიზაციებს, არ გადაყარონ ქაღალდი და გადასამუშავებლად ჩააბარონ. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ დაირგვება შესაბამისი რაოდენობის ხეები.

ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ ორგანიზაცია ”მაკულიტერატურის” დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი არის მიძღვნილი. ”მაკულიტერატურა” მოსახლეობას საშუალებას აძლევს მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი გადაცვალოს ახლ წიგნებზე და გაამდიდროს თავისი ბიბლიოთეკა.

საქართველოს რკინიგზა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით. რკინიგზელები ამჯერადაც არ დაარღვევენ ტრადიციას და ოჯახის წევრებთან ერთად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვიპაროსის ჯიშის 50 ნერგს დარგავენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42