პაშა ბანკი - ბათუმში გამართული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორი
საზოგადოება - 18:03, 25 May, 2017     829

2017 წლის 22-23 მაისს საკონსულტაციო კომპანია „IBF“-ის ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო ეიფორიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი იყო პაშა ბანკი.

ფორუმის მთავარი თემა იყო ლიდერობა და შესაბამისად, სპიკერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ლიდერის თვისებები და შესაბამისი გამოცდილება იყო. მოწვეული ექვსი სპიკერი სხვადასხვა სფეროს მოწინავე წარმომადგენელია:

- პიერლუიჯი კოლინა - FIFA-ს მიერ ექვსჯერ აღიარებული „წლის საუკეთესო მსაჯი“, UEFA-ს მსაჯთა კომიტეტის წევრი

- მარშალ გოლდსმითი - ამერიკის ლიდერობის #1 ქოუჩი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ტრენერი, 30-ზე მეტი პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, ბოლო ათწლეულის მსოფლიო მოაზროვნეთა 50-ეულის წევრი Thinkers50-ის მიხედვით

- კევინ გასკელი - კომპანიების „Porsche“ და „Lamborghini“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

- შონ ფიცპატრიკი - ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „All Blacks“ ყოფილი კაპიტანი, Front Row Leadership-ის დამფუძნებელი და დირექტორი

- დანანჯაია ჰეტიარაჩჩი - საჯარო გამოსვლების მსოფლიო ჩემპიონი (2014წ.), HR ექსპერტი და ქოუჩი

- ჯონ კინგი - New York Times-ის მიერ აღიარებული ბესთსელერის „Tribal Leadership“-ის თანაავტორი და სამოტივაციო სპიკერი

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ სტუმრები 14 ქვეყნიდან, მათ შორის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, სტარტაპები, დელეგატები სახელმწიფო სექტორიდან და ჟურნალისტები.

„პაშა ბანკი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს მსგავს პროექტებს. აღნიშნული ფორუმის თემატიკა სტუმრებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა და ამას მოწმობს ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმში ჩასული სტუმრების რაოდენობაც. იმედია, მსგავსი ფორმატის ფორუმები მომავალშიც გაიმართება“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

„ეს არის უნიკალური ფორმატის მქონე ბიზნეს ფორუმი, რომელმაც საშუალება მისცა როგორც ადგილობრივ, ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს, დასწრებოდნენ მსოფლიო კლასის სპიკერებს. მოხარული ვართ, რომ მივიღეთ დადებითი გამოხმაურება, რაც ჩვენთვის მოტივატორი იქნება შემდგომი ღონისძიებების დასაორგანიზებლად.“ – განმარტავს გუგა კობახიძე, კომპანია „IBF“-ის დამფუძნებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42