პირველი ლედი შშმ პირთა მშობლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონს ეწვია
საზოგადოება - 19:56, 25 May, 2017     1556
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შშმ პირთა მშობლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონს ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლებთან, ქალაქ საჩხერის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონებში არსებულ შშმ პირთა სარეაბილიტაციო სერვისებს, მათ სამართლებრივ უფლებებსა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

ქვეყნის პირველმა ლედიმ და კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის” წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინეს ამ სფეროში რეგიონში არსებული პრობლემატური საკითხებისა და შშმ პირთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.

თავის მხრივ, მაკა ჩიჩუამ და კოალიციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ პროექტის მთავარი მიზანი განუმარტეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ჩიჩუამ პროექტის მიმდინარეობა შეაფასა:

„ამ სამი დღის განმავლობაში, საჩხერეში იყო ბოლო შეხვედრა. დიდი მოლოდინი მაქვს იმისი, რომ ჩვენი მუშაობა გაგრძელდება, დროს უკვე რეალურ პრობლემებს, მათი გადაწყვეტის გზებს დავუთმობთ და იმ ტრენინგებს რაც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

პროექტის შემდეგი ნაბიჯი აღნიშნულ ჯგუფებთან განმეორებით შეხვედრებსა და ტრენინგებს ითვალისწინებს.

შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42