იუსტიციის სამინისტროს პავილიონი დამოუკიდებლობის დღეს გურიაში გიმასპინძლებთ
საზოგადოება - 17:15, 25 May, 2017     1405
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური პროგრამით გურიაში აღნიშნავს. იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების პავილიონი ოზურგეთში იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოეწყობა.

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მთავარი თემა შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანია“.

როგორც ცნობილია, „ვეფხისტყაოსანი“ 16-მარცვლიანი შაირის ფორმითაა დაწერილი. სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მიერ სპეციალურად აშენებულ „ვეფხისტყაოსნის“ ქალაქში მოეწყობა 16 კუთხე, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, პოემის თემატიკაზე შემეცნებით-გასართობ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.

იუსტიციის სისტემის სსიპ-ების აქტივობები კუთხეებთან დაიგეგმა თემატურად − სსიპ-ების საქმიანობასა და პოემასთან შესატყვისად. მაგალითად, ნოტარიუსთა პალატის სტენდთან მოთამაშეს ავთანდილის ანდერძის გაშიფვრა მოუწევს. ასევე, „ვეფხისტყაოსნის“ ქალაქში გელით შემდეგი გასართობ-შემეცნებითი თამაშები:

· აღმოაჩინე ახალი

· ამოხსენი „ვეფხისტყაოსნის“ „ალგორითმი“

· ინადირე

· აღმოაჩინე განძი

· გამოიცანი „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ეპიზოდი

· ააწყვე „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი სცენა ფაზლებით

· აფორიზმობანა

· „ლეკვი ლომისა სწორია“

· მიუჩინე „ვეფხისტყაოსნის“ 7 სამეფოს თავისი ადგილი

· ლაბირინთი და ბევრი სხვა

თითოეულ კუთხესთან გამარჯვებული სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებს. ყველა თამაშის გამარჯვებულს კი ელის სიურპრიზი.

აღნიშნული აქტივობების გარდა, იუსტიციის ქალაქში ცალკე პროგრამა ელით ბავშვებს.

გარდა ამისა, ყველა წყვილი, ვინც 26 მაისს ხელს მოაწერს, მიიღებს ქორწინების განსხვავებულ მოწმობას. მოწმობის ყდის პირველ გვერდზე დატანილი იქნება წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“ ამ ტექსტის ქვემოთ კი − „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

ამავე დღეს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გამართავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები.

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებს სამინისტროები სხვადასხვა ქალაქში მართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42