თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
საზოგადოება - 14:42, 25 May, 2017     1752
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, წყნეთში მდებარე ბაღის შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩადო.

„წყნეთის დასახლებისთვის ახალი ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაჩნდა მოთხოვნა და ჩვენ ამ მოთხოვნას ადეკვატურად ვუპასუხეთ. ძალიან ბევრი პატარაა უკვე აქ წარმოდგენილი, რომლებიც, როგორც კი დამთავრდება ბაღის მშენებლობა, ისარგებლებენ ამ ბაღით და კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა წყნეთისთვის და ზოგადად, თბილისისთვის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალ სააღმზრდელო დაწესებულებაში 10 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს; დასაქმდება 65 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად წყნეთში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.

თბილისში, ამ ეტაპზე, საერთო ჯამში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებს.

სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.

წყნეთში ახალი ბაღის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 570 000 ლარი დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42