თავად კუზანოვა, მომხდართან მიმართებით საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. კუზანოვა ირწმუნება, რომ არ იცოდა ის ფაქტი, რომ მირჯლალის სერტიფიკატი ვადაგასული იყო, ასევე აცხადებს, რომ მირჯალალმა ბაქოში 27 ქართველს ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარმატებული ოპერაცია ჩაუტარა:
„ამ ქალბატონს ჩემს მიმართ საერთოდ რატომ აქვს პრეტენზია, არ ვიცი, ორი ტყუილი თქვა, მე ვარ კარდიოლოგი და შემიძლია მხოლოდ კარდიო-ქირურგიული ოპერაცია ვურჩიო და კბილის ამოღებასაც კი ვერ ვურჩევ პაციენტს. მათ მკითხეს როგორი კომპეტენციის ექიმი იყო, რაზეც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კარგის მეტი მასზე არაფერი მეთქმოდა, გარდა იმისა, რაც ჩამონათვალში იყო, მე მყავდა ნანახი ცოცხლაი პაციენტი, მის მიერ გაკეთებული ოპერაციის შედეგად, ჩემი თანამშრომლის დისშვილი,18 წლის ბიჭი ღვიძლისმიერი კომით ფაქტობრივად სიკვდილის პირას ჩაიყვანეს ბაქოში და მან გაუკეთა ღვიძლის გადანერგვა და ეს ბავშვი დღესაც ცოცხალია.
პაციენტებს რომ ჩატარებოდათ არასწორად ოპერაცია, ისინი დარჩებოდნენ საოპერაციო მაგიდაზე. პაციენტები დაიღუპნენ ოპერაციიდან რამდენიმე დღეში. ეს იყო პოსტოპერაციული გართულებები, რომლებიც ხშირად ახლავს თან ასეთი ტიპის ოპერაციას“, - აცხადებს ნინო კუზანოვა.
მასალის გამოყენების პირობები






