დღეს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება
საზოგადოება - 10:00, 25 May, 2017     1835
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 25-28 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მერია.

თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იქნება ღონისძიებების მრავალფეროვნებით, მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ფონდებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ფესტივალის ფარგლებში 100-მდე ღონისძიებაა ჩანიშნული.

ფესტივალზე დარეგისტრირებულია 60-მდე მონაწილე. მონაწილეები მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთულ ფესტივალს პირდებიან წიგნის მოყვარულებს. დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, საუკეთესო ბლოგერების გამოვლენა, კოსტუმირებული კარნავალი და, რა თქმა უნდა, სპეციალური სტუმრის წარდგენა. წელს პირველად საერთაშორისო წიგნის ბაზრობების სტანდარტების შესაბამისად, თბილისის ფესტივალს ჰყავს ფოკუს ქვეყანა - ნორგვეგია, რომელიც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ფონდით NORLA და ოთხი ნორვეგიელი მწერლით: როსკვა კორიცინსკი, ნილს ჰენრიკ სმითი, სიმენ ეკერნი და სიგბიორნ მოსტიუ ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არ დაარღვევს ტრადიციას და პატარა მკითხველებს სპეციალურ კუთხეს მოუწყობს, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშო ღონისძიებებით, ასევე პატარებისთვის ფესტივალის სიმბოლურ დახურვაზე იგეგმება ბუშტების გაშვება მე-11 პავილიონის ეზოდან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს. ფესტივალი სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42