ქართველ მაყურებელს კარიბის ზღვის მეკობრეების ნახვა, კინო ეკრანებზე მსოფლიო პრემიერამდე სამი დღით ადრე 23 მაისს შეძლებათ IMAX-ის დიდ ეკრანზე.
''მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან'' სწორედ ამ სახელწოდებით გამოვა ახალი ფილმი, რომელიც კაპიტანი ჯეკ ბეღურას ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს მისი მოსისხლე მტრის სალაზარის წინააღმდეგ.
ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი, კირა ნაითლი, დევიდ უენემი, კაია სკოდელარიო და ორლანდო ბლუმი განასახიერებენ. ამერიკული გაზეთების თქმით ჯონი დეპმა ავსტრალიაში გადაღების დროს ხელი დაიზიანა რის გამოც მას ამერიკაში დაბრუნება მოუხდა, ამ თუ სხვა მიზეთა გამო ფილმის გადაღება რამდენჯერმე შეწყდა და პრემიერის თარიღიც შეიცვალა, საბოლოოდ "უოლტ დისნეის კომპანიამ" გამოსვლის თარიღად 2017 წლის 26 მაისი გამოაცხადა.
ავსტრალიის კინოინდუსტრიის წყაროების თანახმად, ფილმის ბიუჯეტი 300 მილიონ დოლარზე მეტია. ეს იფორმაცია ოფიციალურად Disney და Queensland Arts Minister- ის მიერ 2014 წლის 2 ოქტომბერს დადასტურდა, მათი თქმით ეს ქყვეანაში ყველაზე მსხვილი პროდუქტია.
მასალის გამოყენების პირობები