„მიქაძემ 6-თვიანი პატიმრობის შემდეგ აღიარა დანაშაული“ - კომაპნია „რაკიას“ განცხადება
საზოგადოება - 15:18, 24 May, 2017     4807

დეპუტატ გელა მიქაძესთან დაკავშირებით კომპანია „რაკია ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გელა მიქაძესა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს გიორგი ჯანაშიას 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ და 17.2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის გადახდა დაეკისრათ „რაკია ჯორჯიას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს , საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.სამივე ბრალდებულს უკანონოდ მითვისებული 17,2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის დაბრუნება დაეკისრა. გელა მიქაძე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლე სამეჰ ჰამედ შემდეგ გადაწყვეტილებაში ახსენებს, რომ სამივე ბრალდებული იყო „რაკიას“ ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებმაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ასევე აღსანიშნავია, კომპანიის წილების თაღლითურად მითვისების ბრალდებით გელა-ზაზა მიქაძემ 2013 წელს, საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ, აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სანამ მიქაძე პარლამენტის წევრად რჩება, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში. გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ 17.2 აშშ დოლარი ეს არის ერთი პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42