პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა Vanity Fair-მა, საკულტო კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპიზოდის მსახიობთა ფოტოები გამოაქვეყნა.
ფოტოები , ექსკლუზიურად ჟურნალისთვის, ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა ენი ლებოვიცმა გადაიღო.
გარეკანის ოთხი ფოტოდან პირველზე დეიზი რიდლისა და მარკ ჰემილის კინოგმირები - რეი და ლიუკ სკაიუოკერი არიან გამოსახული.
მეორეში - ე.წ. ბნელი მხარის წარმომადგენელი ტრიო: კაპიტანი ფაზმა (გვენდოლინ ქრისტი), კაილო რენი (ადამ დრაივერი) და გენერალი ჰაქსი (დონალ გლისონი).
მესამე ფოტოზე აჯანყებულთა ალიანსის წევრები
მეოთხეზე კი - გასული წლის დეკემბერში გარდაცვლილი მსახიობი კერი ფიშერი, რომელმაც ახალი ფილმისთვის გენერალ ლეია ორგანას როლის შესრულება სიკვდილამდე მოასწრო.
შეგახსენებთ, „ვარსკვლავური ომების“ მე-8 ეპიზოდი, რომლის ქვესათაურია „უკანასკნელი ჯედაი“ (The Last Jedi), მსოფლიო კინოეკრანებზე 15 დეკემბრიდან გამოვა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორი რაიან ჯონსონია.
მასალის გამოყენების პირობები