პირველი ლედის პატრონაჟით ოზურგეთში შშმ პირთა მშობლების მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 19:24, 23 May, 2017     1393
საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟით, დღეს, ქალაქ ოზურგეთში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მშობელთა თემის მობილიზებას და გაძლიერებას ეხება.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის მათთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაა.

პროექტი ექვსთვიანია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და კოალიციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის” ორგანიზებით ხორციელდება.

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას მონაწილეობით დღეს პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ ოზურგეთში გაიმართა.

შეხვედრისას ქვეყნის პირველმა ლედიმ ყურადღება მშობელთა თემის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში მცხოვრებ მშობელთა აქტიურობის მნიშვნელობას დაეთმო.

პირველმა ლედიმ იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მშობელთა აქტიურობის შედეგად, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევისა და სერვისების გაფართოების თვალსაზრისით განხორციელდა.

„დედების თემი ყველაზე ძლიერი თემია იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს ყველაზე კარგად გაუწიონ დახმარება და საზოგადოებასაც უფრო ზუსტად განუმარტონ, რა არის ამ ბავშვებისთვის საჭირო, რომ მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია და სოციალიზაცია მოხდეს.

დედებმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს დედაქალაქში არა ერთი დღის ცენტრი გვაქვს. ასევე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვებს სხვადსხვა სერვისების საშუალებით დაბადებიდანვე მივცეთ ის განათლება, რაც მათ შემდგომ გამოადგებათ სრულწლოვან ასაკში.

მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. მე შევიტყვე დედებისგან, რომ შესაძლებელია გასვლა რეგიონში და ასეთი ტიპის დისკუსიებში ჩართვა. იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში - ხელვაჩაურში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბოლნისსა და საგარეჯოში გაიმართება, რომლებსაც საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ასევე დაესწრება.

დღესვე მაკა ჩიჩუა ქალაქ ოზურგეთში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრს ეწვია და ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულ ზეიმს დაესწრო.

ხვალ მაკა ჩიჩუა ხელვაჩაურს ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42