თსუ-ში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა
საზოგადოება - 17:42, 23 May, 2017     881
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეგობრული შარჟები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში კულტურის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მათი თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გამოიფინა ჩანახატების ფოტოასლები. მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებიდანაა მოძიებული.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, „უნივერსიტეტში დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული. წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ექსპოზიცია-1918-1921 წლების პერიოდიკაში დაბეჭდილი შარჟები და ეს პერიოდიკა დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ასევე დაგეგმილია უნივერსიტეტის მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია სოციალ-დემოკრატიის შესახებ. მისი ავტორია ჩვენი თანამემამულე, საფრანგეთში მოღვაწე ემიგრანტი ტიერი ბერიშვილი. ასევე გაიმართება გამოფენა თსუ მუზეუმში და გაიხსნება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია“.

როგორც თსუ ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ აღნიშნა, გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა ძირითადად პერიოდული პრესიდან არის და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არის უცნობი დამთვალიერებლებისთვის თუ მკვლევრებისთვის. „ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს 1918-1921 წლების პერიოდულ პრესაზე მუშაობა. მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ეს უნიკალური მასალა, გავიჩნდა იდეა გაგვეკეთებინა გამოფენა და ბევრი ადამიანისთვის გაგვეცნო შემოქმედება, რომელიც იქმნებოდა იმ დროის მოღვაწე მხატვრების მიერ“,- განაცხადა სალომე ჭანტურიძემ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ირემაძის თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უკვე ტრადიციულად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულს სხვადასხვა ღონისძიებით. „ასე იყო გასულ წელსაც, წელსაც და მომავალ წელს უფრო მასშტაბურად აღვნიშნავთ, ღონისძიებათა ციკლი მიძღვნება პირველ რესპუბლიკას“, - განაცხადა ირაკლი ირემაძემ.

„ამ კარიკატურებით პირდაპირ ჩანს, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში პოლიტიკაში თუ ისე ცხოვრებაში. ზოგადად, ნახატით ყველაზე მარტივად, ყველაზე გასაგებად და ლაკონურად შიგიძლია გადმოსცე მთელი ის სათქმელი, რაც იმ მომენტში ხდება“-განაცხადა მხატვარმა ზაალ სულაკაურმა.

კვირეულის ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკა ქართველ ხალხთა მეგობრობისა და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, ლევილის ქართული მამულის მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას მოაწყობს; თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“; თსუ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.):პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42