როგორც ცნობილია კოლინას ჩამოსვლას საქველმოქმედო დანიშნულებაც აქვს, ბურთი კოლინას ავტოგრაფით აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.
ფორუმის დაწყებამდე პიერლუიჯი კოლინას ვიდეომიმართვა გავრცელდა. “მოგესალმებით ყველას. თუ ფეხბურთის მოყვარული ხართ, აუცილებლად გექნებათ ნანახი, თუ როგორ დავრბივარ ფეხბურთის მოედნებზე და წამის სისწრაფით ვიღებ გადაწყვეტილებებს. მსაჯებისთვის ყოველი მატჩი სწორედ რომ სწრაფ გადაწყვეტილებების მიღებაზეა აგებული. 25-წლიანი გამოცილების შემდეგ, ჩემი ამოცანაა, მსაჯებისა და ბიზნეს ლიდერების მომზადება. ვეხმარები მათ იყვნენ წარმატებულები. ფეხბურთის მოედნებზე, ისევე როგორც ბიზნესში, კარგი გადაწყვეტილებების მიღება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. თუ თქვენ შემომიერთდებით ბათუმში, 22-23 მაისს, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე, გექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ წარმატების მთავარი ფაქტორები, როგორც წამყვანი მსაჯის, ისე ბიზნესმენისთვის. შევხვდებით ბათუმში”- განაცხადა პიერლუიჯი კოლინამ.
მასალის გამოყენების პირობები






