დედის მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი - რას ჰყვებიან ბალერინას კოლეგები
კრიმინალი - 14:01, 22 May, 2017     37236
წინა კვირას მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მოსახლეობასთან ერთად სახელოვნებო წრეებიც შეძრა. საუბარია პრიმაბალერინა ანი მურადელზე, რომელიც დედის მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

ანი მურადელი 15 წელიწადზე მეტია, რაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტია.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას მურადელის კოლეგები, ერთხმად აღიარებენ ახალგაზრდას ნიჭს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ანის დეპრესია ჰქონდა და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს.

მოცეკვავე რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს, ცნობილი ქორეოგრაფის, ნუკრი მაღალაშვილის ვაჟს. გავრცელებული ინფორმაციით, მურადელი ალკოჰოლდამოკიდებული გახდა, რის დაძლევაში პრიმაბალერინას ნინო ანანიაშვილი დასთან ერთად ეხმარებოდა. ანანიაშვილი ანის გვერდოთ იყო მაშინაც, როცა მან ფეხზე ტრამვა მიიღო და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

მკვლელობაში ბრალდებული საკმაოდ წარმატებულ და ცნობილ ოჯახში გაიზარდა - მამა ლევან მურადელი მუსიკოსი გახლდათ, ხოლო დედა კი უნივერსიტეტში ლექციებს ატარებდა.

არსებული ინფორმაციით, მურადელმა დედა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლა.

მოცეკვავემ მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე, 13-14 მაისს, საბალეტო დადგმაში „გორდა“ აღმოსავლური ცეკვა შეასრულა.

მკვლელობის დეტალები მურადელის კოლეგებისთვის უცნობია, მათი თქმით, ხელოვანს დედასთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა კონფლიქტი თუ ასე ღრმა იყო, ეს ანისთვის არავის შეუტყვია.

„მეუღლეს დაშორდა, ტრავმა მიიღო, ვეღარ ცეკვავდა, რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. სამი წელი გოგო ვერ ცეკვავდა და ამის გამო საშინელი დეპრესია ჰქონდა. დასიც და ქალბატონი ნინო ანანიაშვილი მაქსიმალურად ხელს უწყობდა, რომ ეცეკვა და იცეკვა კიდეც. 13 -14 მაისს „გორდაში“ სოლო პარტია იცეკვა. სხვა რაღაცები, ოჯახურ პირობებზე და ასე შემდეგ არამგონია ჩვენთან ვინმემ იცოდეს“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.

რესპონდენტი ანი მურადელს უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს.

„არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, თავისი საქმის პროფესიონალია, ვინც ერთხელ მაინც ნახავს მის ცეკვას ანი არასდროს დაავიწყდება, ძალიან მენანება ეს არაჩვეულებრივი მოცეკვავე ციხისთვის, შოკში ვართ. რაც შეეხება ალკოჰოლდამოკიდებულებას, ითქვა ესეც, თუმცა პირადად მე ის მთვრალი არ მინახავს, ამ კედლების მიღმა ვინ რას აკეთებს ეს მისი პირადი ცხოვრებაა“- განაცხადა მურადელის კოლეგამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42