დედის მკვლელობაში ბრალდებული პრიმაბალერინაა - რას აცხადებენ ოპერის თეატრში
საზოგადოება - 15:45, 21 May, 2017     81912
წუხელ, ორთაჭალაში დედა მისმა ქალიშვილმა მოკლა. დედის მკვლელობაში დაკავებული ანი მურადელია, რომელიც წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. სავარუდოდ მან დედა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლა.

დედა-შვილი, სახლში მარტო ცხოვრობდა. მურადელმა მკვლელობამდე, ერთი კვირის წინ ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა. 13-14 მაისს, ხელოვანმა საბალეტო დადგმაში „გორდა“ აღმოსავლური ცეკვა შეასრულა.

იგი ოპერის სცენაზე მხოლოდ, შაბათ-კვირას დაანონსებულ ბალეტზე ღებულობდა მონაწილეობას. უკვე, 15 მაისს დასის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ 21-22 მაისს (შაბათ-კვირას) რეპეტიციას არ დაესწრებოდა.

„ანა მურადელი სამშაბათიდან ვირუსის გამო, „ბიულეტინზე“ გავიდა და შაბათ-კვირას, ოპერაში აღარ გამოცხადებულა“, – აცხადებენ ოპერის თანამშრომლები.

ანა მურადელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15- 18 წელია ცეკვავს. ყოფილმა პრიმაბალერინამ სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ისეთ საბალეტო დადგმებში, როგორიცაა „გედების ტბა“ , „ჟიზელი“ „დონ კიხოტი“ „გორდა“ და სხვა მრავალი. ოპერის თანამშრომლები ანა მურადელს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მას საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ზედმეტად პასუხისმგებლური დამოკიდებულება ჰქონდა.

„ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, არაჩვეულებრივი და ულამაზესი გოგოა, ჩვენ ყველა შოკში ვართ. არ ვიცით რა მოხდა. საშინელი ტრაგედიაა“, – აღნიშნა დასის ერთ-ერთმა წევრმა.

თუმცა, პრიმაბალერინას პირად ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდიც ჰქონდა.

ანა და მისი მეუღლე, ბალერონი რეზო მაღალაშვილი რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ანას ქორწინებიდან არც შვილი ჰყოლია.

რეზო მაღალაშვილი მუსიკოსის და ჯაზმენის ჯარჯი მაღალაშვილის ძმისშვილი და ცნობილი მოცეკვავის ნუკრი მაღალაშვილის შვილია.

მეუღლის დაშორების შემდეგ, პრიმაბალერინა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. რამდენიმე წლის წინ ფეხზე ტრავმა მიიღო და სცენაზე პირველხარისხოვან როლებს ვეღარ ასრულებდა. ოპერის თანანმშრომლები აცხადებენ, რომ ანა მურადელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებით ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი. სწორედ მისი დახმარებით, ანა მურადელს ფეხზე ოპერაცია და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ სამკურნალო კურსიც ჩაუტარდა. ანა მურადელი ბოლო წლების განმავლობაში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.

ანა მურადელი ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი, ლევან მურადელი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო „კაპელის“ ერთ-ერთი წევრი იყო. იგი დაახლოებით 5 წლის წინ გარდაიცვალა. დედა, მარინე მინდორაშვილი ასოცირებული პროფესორი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, კიდევ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობდა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო:
kvira.ge/330387





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42