სკოლიდან პირდაპირ საავადმყოფოში - 10 წლის ლიზის ტრაგიკული ისტორია
საზოგადოება - 14:51, 21 May, 2017     23115
რას გრძნობთ, როდესაც შვილებს სკოლაში უშვებთ? ოდესმე გიფიქრიათ, რომ სკოლიდან მომავალი ბავშვი სახლის მაგივრად საავადმყოფოში მოხვდება? ამაზე ფიქრმაც კი შეიძლება გაგაგიჟოთ!

10 წლის ლიზი გერსამიას ისტორია ყველა ადამიანის გულს ატკენს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავთ!

ეს ამბავი ქალაქ ფოთში 2014 წლის მარტში მოხდა. პატარა ლიზი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. წვიმდა, გზაზე დიდი სიჩქარით მანქანა მოქროდა... ახალგაზრდა, გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პატარა გოგონას დაეჯახა. ერთმა წამმა ხაზი გადაუსვა ლიზის ბედნიერ ცხოვრებას და მთელი ოჯახი გაანადგურა...

ლიზი კომაში იყო, თვეების განმავლობაში რეანიმაციაში იწვა. ექიმები არადამამშვიდებელ პროგნოზებს აკეთებდნენ და მშობლებს უარესისთვის ამზადებდნენ.

მათი უბედურების სიტყვებით აღწერა ძალიან ძნელია. შვილის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ. ყველაფერი გაყიდეს რაც კი გააჩნდათ, შვილი სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანეს და ახლა უსახსრობის გამო ხან ვინ შეიფარებს მათ დროებით, ხან ვინ...

მშობლებმა იციან, რომ ლიზი ისეთი აღარ იქნება როგორც ავტოკატასტროფამდე, რომ ის აღარ იმღერებს და იცეკვებს გაუჩერებლად... მაგრამ მთავარია რომ ლიზიმ იცოცხლოს!

ოჯახმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა, კლასელებმა, ყველამ წვლილი შეიტანეს ლიზის სამკურნალოდ თანხების მობილიზებაში. რეაბილიტაციამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ლიზიმ თვალები გააღო, ყლაპვა და ხელის მოძრაობა შეძლო. მაგრამ, როგორც კი რეაბილიტაცია შეაჩერეს თანხების უქონლობის გამო, ლიზის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მშობლებმა აღარ იციან ვის მიმართონ დახმარების თხოვნით.

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას პატარა ლიზის დასახმარებლად! მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი. ეს ლიზის გამოჯანმრთელების გარანტიაა!

ეს საბედისწერო დღე რომ არ ყოფილიყო, ლიზი ახლა მეოთხე კლასში იქნებოდა, ისეთივე სიცოცხლით სავსე, მხიარული, კისკისა გოგონა!

წარმოიდგინეთ როგორ მძიმედაა ახლა ლიზი, როგორ უჭირთ მის მშობლებს და იმოქმედეთ თქვენი გულის კარნახით!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ლიზის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ლიზი გერსამია) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/187-ivanauri/

გთხოვთ აჩუქეთ პატარა ლიზის ჯანმრთელობა!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42