ანსამბლი „შუშპარი“ - ქართველი მოცეკვავეები დანიამ მსოფლიო მასშტაბის ფესტივალზე მიიწვია (ფოტო)
კულტურა - 11:30, 19 May, 2017     10865

ქართული ცეკვა - ის, რაც მსოფლიო მასშტაბით არა ერთი ქვეყნის ყურადღებასა და თაყვანისცემას იმსახურებს. ქართველი მოცეკვავეები ყოველწლიურად ხდებიან აპლოდისმენტების ობიექტები სხვადასხვა ტურნეების ფარგლებში. მათი შესრულება და თავდაუღალავი შრომა მაყურებელზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.

სწორედ ამ საქმის სიყვარულით ანსამბლ „რუსთავის“ პროფესიონალმა მოცეკვავეებმა ლაშა მძინარაშვილმა და გვანცა მეტრეველმა შექმნეს ქორეოგრაფიული ანსამბლი „შუშპარი“, რომელმაც რამდენიმე წლიანი არსებობის პერიოდში არა ერთ წარმატებას მიაღწია.

როგორც „ნიუპოსტს“ ანსამბლის ქორეოგრაფებმა განუცხადეს, „შუშპარმა“ მიმდინარე წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, კერძოდ კი დანიაში DGI international GYMshow-ზე მიწვევა მიიღო. „შუშპარელები“ 2018 წლის იანვარში DGI-ზე 7 ნომრითა და 20 წუთიანი პროგრამით წარსდგებიან:

„დანიაში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება შოუ სახელწოდებით DGI international GYMshow, რომელიც ერთ სცენაზე აერთიანებს მსოფლიოს მხატვრული და სპორტული ტანვარჯიშის, საცირკო ხელოვნებისა და ცეკვის სხვადასხვა ჟანრების ელიტას. ისინი მთელი მსოფლიოდან იწვევენ საუკეთესოებს და მაყურებლისთვის მართავენ სამ კონცერტს, სამ სხვადასხვა ქალაქში მათი მონაწილეობით.

თითოეულ კონცერტს 7 ათასი ადამიანი იხილავს. ორგანიზატორები 2018 წლის წარმოდგენისთვის დაინტერესდნენ ქართული საცეკვაო ხელოვნებით, ასევე სურდათ ამ ჟანრის წარმომადგენლები ბავშვები ყოფილიყვნენ. დახმარებისთვის დაუკავშირდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ისინი კი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და შემოგვთავაზეს ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, რომელიც გაიმართება მომავალი წლის იანვრის ბლოს. გვითხრეს, რომ ძალიან მალე უნდა ჩამოსულიყვნენ ორგანიზატორები სპეციალურად ანსამბლის სანახავად და ამ დროში უნდა მოგვემზადებინა პროგრამა 11 მონაწილით და 7 ნომრით. რა თქმა უნდა დავთანხმდით და დავიწყეთ მზადება. ბავშვებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ საუკეთესოდ წარმოედგინათ თავიანთი თავი, ანსამბლი და ქვეყანა. ამისათვის ყოველდღიურად 4-5 საათიანი რეპეტიციები გვქონდა. პროგრამა ყოველგვარი შესვენების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით 20 წუთის განმავლობაში გრძელდება, ასევე დატვირთულია ილეთებითა და დინამიკით, რათა მაქსიმალურად იქნეს წარმოჩენილი ქართული ცეკვის ხიბლი და მისი საუკესო მხარეები“, - აცხადებენ ანსამბლის ქორეოგრაფები „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

ქორეოგრაფებისა და ბავშვების თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. დანიის სამეფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ფრანკ ანდერსენმა „შუშპარელების“ შესრულება მოიწონა და ანსამბლი 2018 წლის იანვარში DGI international GYMshow-ზე არის მიწვეული:

„სამი კვირის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა დანიის სამეფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი და ბალეტმაისტერი ბატონი ფრანკ ანდერსენი, ნინო ანანიაშვილთან ერთად ნახა ჩვენი მომზადებული პროგრამა, ძალიან კმაყოფილი დარჩა, მოეწონა ბავშვების შესრულება და მუშაობის სტილი. ამის შემდეგ ის დაგვპირდა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს ჩვენს ანსამბლთან. გვითხრა, რომ DGI უზრუნველყოფს მონაწილეთა გზის, სასტუმროსა და კვების ხარჯებს . ბატონი ფრენკი ნოემბერში კვლავ გვესტუმრება და ერთად გავივლით დეტალებს. ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი ქვეყნის კულტურის წარდგენა ასეთი დონის პროექტში, რომელიც ტარდება 1992 წლიდან და ახდენს ხელოვნებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას, რაც წარმატებისა და გამარჯვების საწინდარია. DGI ამჟამად 6 ათასზე მეტი ასოციაციისგან და კლუბისგან შედგება, სადაც მილიონ-ნახევარზე მეტი წევრია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ღირსეულად შევასრულოთ აღებული პასუხისმგებლობა და მოუთმენლად ველით 2018 წლის იანვარს“, - აღნიშნავენ ქორეგრაფები.

ქართული ცეკვის ოლიმპიადაზე "შუშპარის" ცეკვა ქართულმა პირველი ადგილი მოიპოვა, ამავე ცეკვამ გახსნა ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი 18 მაისი ღონისძიება ევროპის პარკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42