თენგიზ ღლონტი ბათუმის მთავარი მხატვარი იყო. ასაკში ალცჰეიმერით დაავადდა. გასულ წელს გარდაიცვალა სამწუხარო ვითარებაში - სახლიდან გავიდა და აღარ დაბურუნებულა. მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბოლოს კი ზღვისა და მდინარის შესართავთან გარდაცვლილი იპოვეს. ის 76 წლის იყო.
მამისა და ოჯახის ისტორიის შესახებ ლაშა ღლონტი ჟურნალ ,,სარკესთან“ საუბრობს. ლაშა ყვება, რომ მისმა მეგობარმა ნიკა წულუკიძემ, რომელიც ნახატებით არის გატაცებული, ერთ-ერთ გამოფენაზე უცნობი მხატვრის ნახატი ნახა გასაყიდად გამოტანილი.
,,... დამირეკა, ბათუმელი თენგიზ ღლონტის ნახატი ვნახე და მამაშენი რომ არ ხატავდაო. დედას დავურეკე... მითხრა, ცოლად რომ მომიყვანა აღარ ხატავდაო. აღმოჩნდა, რომ მამა ადრეულ ასაკში ხატავდა. სურათი რომ ვნახე, მისი ხელმოწერა ვიცანი და, რა თქმა უნდა, შევიძინე. ნიკა დიდი საჩუქარი გამიკეთა და დიდ მადლობას ვუხდი. 16 წლის ყოფილა, როცა დაუხატავს ადგილი, სადაც წლების შემდეგ გარდაცვლილი ვიპოვეთ, ყველაზე საოცრება ისაა, როომ სურათზე ამინდიც ისეთია, როგორიც იმ დღეს იყო, როცა მისი ცხედარი ვნახეთ. ნამუშევარზე მოხუცი გაურკვეველი მიმართულებით მიდის, სადაც გუბეც ჩან. ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს, მდინარე ზღვას რომ უერთდება, ზუსტად ასეთი ადგილია. დედამ სურათი რომ ნახა ცრემლები წამოუვიდა. ნახატი სოციალურ ქსელში რომ განვათავსე, უამრავმა ადამიანმა მომწერა, რომ მამაჩემმა თავისი სიკვდილი იწინაწარმეტყველა“ - ჰყვება ლაშა ღლონტი.
მასალის გამოყენების პირობები






