თსუ-ში აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
საზოგადოება - 20:33, 17 May, 2017     1295
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი მეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტის წარმომადგენლები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, აკაკი შანიძის 130 წლის იუბილეს ღონისძიებათა ციკლი მიეძღვნა უნივერსიტეტში. „აკაკი შანიძე იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გახლდათ ერთ-ერთი პირველი პროფესორი, პირველი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბევრ მიმართულებას. უამრავი თემა არის, რომელსაც ეხებოდა ის თავის სამეცნიერო მოღვაწეობაში. ერთეულები არიან ისეთი ადამიანები, ვინც ქმნიან მიმართულებებს მეცნიერებაში, ასეთი გახლდათ აკაკი შანიძე“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

საღამოზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციის მიერ მომზადებული კრებულის ,,აკაკი შანიძე - ქართული საქმის კაცი” პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი ნინო კაკულია; რეცენზენტი-რედაქტორი-ავთანდილ არაბული.

კრებულის წარდგენის შემდეგ ფილმის ,,აკაკი შანიძე” პრემიერა გაიმართა. ფილმი მომზადებულია პროექტის ,,მათ შექმნეს უნივერსიტეტი” ფარგლებში. ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი. „საკმაოდ რთული გამოდგა ამ პროექტზე მუშაობა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მასალაა აკაკი შანიძეზე და რომელ გზას ავირჩევდით ამაზე იყო დიდი ფიქრი, მსჯელობა. საბოლოო ჯამში, როდესაც მასალა შევაგროვეთ, თვითონ ბატონმა აკაკიმ გვიამბო როგორი ფილმი უნდა გაგვეკეთებინა.“-განაცხადა ფილმის რეჟისორმა ირაკლი სოლომონაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42