ხვალ ეროვნული სამოსის დღე საქართველოს 20 ქალაქსა და აშშ-ს და ევროპის 12-მდე ქალაქში გაიმართება
კულტურა - 18:05, 17 May, 2017     1731
მთელი საქართველოს ღიაცისქვეშ მუზეუმად ქცევის იდეის ფარგლებში, საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებულმა საქართველოს ეროვნული სამოსის დღემ წელს უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. ხვალ ღონისძიებები საქართველოს 20-ზე ემტ ქალაქსა და საზღვარგარეთ 12 ქალაქში გაიმართება.

როგორც დღეს „ნაციონალური სამოსის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო-საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს საზღვრებს გასცდა. 18 მაისი ქართული სათვისტომოების მიერ აღინიშნება შემდეგ ქალაქებში: ნიუ-იორკში, ლონდონში , ვაშინგტონში, ფილადელფიაში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში.

საქართველოში კი Check in Georgia-იას ფარგლებში ეროვნული სამოსის დღე 20-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. მთელი საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

ერთ-ერთიო ორგანზიატორის ბაჩანა ჭანტურიას განცხადებით, 18 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.

თბილისის მერიის მხარდაჭერით ეროვნული სამოსის დღე თბილისში ევროპის მოედანზე გაიმართება. 16: 00 სააითზე გაიხსნება გამოფენები და მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა. მსვლელობაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც ეროვნულ სამოსში იქნება გამოწყობილი. 17:00 საათზე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, ხოლო 20 :00 საათზე ეროვნული სამოსის დღე გალა-კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, „სუხიშვილები“ (მომავალი თაობა) ბენდი „ჩვენებურები“ ანსამბლი „მუხამბაზი“; ასევე „შავფაროსნები“ საჩვენებელი შოუთი.

რეგიონებში ღონისძიებები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, კასპი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მცხეთა, ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე_რაბათი, დუშეთი, ბოლნისი, ქარელი, ხაშური, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, გორი, რუსთავი.

საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში ეროვნული სამოსის დღეს საკუთარ სივრცეში ასევე აღნიშნავს რამდენიმე კომპანია, სასტუმრო და დაწესებულება. King David, „გორგასალი“ Palm Apartments/Palma Laguna კომპლექსი „ბაგრატი“ და Brand R -ის მომსახურე პერსონალი 18 მაისს სტუმრებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოემსახურებიან.

„ქართული სახლი“ სტუმრებისთვის სპეციალურ დრესს კოდს აწესებს . ეზოში ეროვნული სამოსის თემაზე გამოფენებს და ჩვენებას მოაწყობს. მთაწმინდის პარკში კი რიყეზე გამართული ღონისძიებების პარალელურად საინტერესო ღონისძიებები გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42