,,ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს. ყოველთვის ეცადეთ, გაუგოთ ერთმანეთს. იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო. არასოდეს დაამცირო იგი შვილების და ან სხვათა წინაშე, რომ თქვენც ერთმანეთთან მიმართებაში არ დაარღვიოთ გარკვეული ზღვარი და შვილებსაც პატივისცემა არ დაუკარგოთ. თქვენც გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რამე შეგეშალათ, ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება ადამიანის დიდი ღირსებაა. არ შეუშინდეთ პრობლემებს, პირიქით, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ და ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ. არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს შვილებზე მეტად მტკივნეულად მოქმედებს. თუ უსიამოვნება მაინც მოგივათ, ეცადეთ, დაძინებამდე შერიგდეთ. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადინოო. მით უმეტეს - მეუღლესთან“ - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში.
მასალის გამოყენების პირობები






