ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამა დაფუძნებული და შემუშავებულია ამერიკულ უნივერსიტეტების (ფლორიდისა და სკრენტონის) ექსპერტების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ პროგრამა გაწევრიანებულია ამერიკის ჯანდაცვის ადმინისტრირების საუნივერსიტეტო პროგრამების ასოციაციაში AUPHA, ხოლო საექთნო საქმის პროგრამა ჩამოყალიბდა ევროკავშირის ინსტრუქციების მიხედვით მსოფლიო ბანკის კონსულტანტებსა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად.
სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი რესურები: სიმულაციური ჰოსპიტალი და აფთიაქი, ანატომიის, ბიოქიმიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, ასევე, სტომატოლოგიური ლაბორატორია. რესურსები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო - სასწავლო სიმულატორებით, მულტიფუნქციური მანეკენებითა და სამედიცინო ინვენტარით. არსებული რესურსები თითოეულ სტუდენტს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტშივე გამოიმუშავონ პროფესიული უნარ - ჩვევები, ჩაატარონ ცდები და განიხილონ რეალური კლინიკური ქეისები.
გარდა ამისა, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკები წამყვან კლინიკებში და ამბულატორიულ ქსელებში, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებში, დაესწრონ კონფერენციებს და ისწავლონ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სრულიად უფასოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, გასაკვირი არაა, რომ ჯანდაცვის სკოლის სტუდენტები წარმატებით საქმდებიან ქვეყნის სამედიცინო სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები






