თსუ-ში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
საზოგადოება - 10:56, 17 May, 2017     1059
17 მაისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი მეცნიერისა და ქართველოლოგიის პატრიარქის, აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტის წარმომადგენლები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

საღამოზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციის მიერ მომზადებული კრებულის ,,აკაკი შანიძე - ქართული საქმის კაცი” (პუბლიცისტური ნარკვევები #4) პრეზენტაცია გაიმართება. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი ნინო კაკულია; რეცენზენტი-რედაქტორია ავთანდილ არაბული. კრებულის წარდგენის შემდეგ გაიმართება ფილმის ,,აკაკი შანიძე” ჩვენება. ფილმი მომზადებულია პროექტის ,,მათ შექმნეს უნივერსიტეტი” ფარგლებში (სამხატვრო ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი).

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42