17 მაისი და აქციები თბილისში - პოლიციამ კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტა
საზოგადოება - 09:54, 17 May, 2017     14640
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება. ცოტა ხნის წინ პოლიციამ უწყებამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა.
დილიდან დაკეტილია ინგოროყვას ქუჩა ორივე მხრიდან, ასევე მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედნიდან” მისასვლელი გზა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 10:00 საათზე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციებთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. 16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი. 17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე. ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა
სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება“, - აცხადებს შსს.

ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2014 წელს კი საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა. დღეს დილიდან საქართველოს საპტრიარქოსა და „დავითიანნის“ ორგანიზებით თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია - მსვლელობა იმართება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42