ფურტიო-სხალთის გზის რეაბილიტაციის პროექტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:58, 11 Jun, 2013     789

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ზომლეთი – ხიხაძირის საავტომობილო გზის ფურტიო -სხალთის 7კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ფურტიო-სხალთის 7კმ-იანი მონაკვეთი ზომლეთი-ხიხაძირის 28 კმ–იანი გზის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სხალთის ხეობის 16 სოფელს ბათუმთან აკავშირებს.


არსებული გზის სივიწროვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე, პროექტი ფერდობების ჩამოჭრისა და მოსახლეობის კერძო ნაკვეთების ნაწილის ათვისების გზით, არსებული მიწის ვაკისის გაგანიერებას ითვალისწინებდა, რასაც მოსახლეობაში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა.

პრობლემის ადგილზე შესწავლის მიზნით, სხალთის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელიც დეპარტამენტის შესაბამისი და ადგილობრივი საგზაო სამსახურების, ასევე, მსოფლიო ბანკისა და სამუშაოების მწარმოებელი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისაგან დაკომლექტდა.

დავით შავლიაშვილის განცხადებით: "კომისიის გადაწყვეტილებით და მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მოხდა პროექტის კორექტირება და აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული როგორც ეკოლოგიური ფაქტორები, ასევე, გზის მომხმარებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები".

ცვლილებები რამდენიმე მონაკვეთს შეეხება:


• სოფელ წაბლანას ტერიტორიაზე სხალთის მე-10 საუკუნის ეკლესიის მიმდებარედ, სადაც მიწის ვაკისი არ აღემატება 5 მეტრს, გზის პარამეტრები უცვლელად დარჩება. თუმცა, ეკლესიის ახლოს მოეწყობა ავტომანქანების გასაჩერებელი მოედანი;


• ასევე, სოფელ ჭერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დამატებითი ტერიტორიის ათვისებით გზის გაფართოვების საშუალება არ არის სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის არსებული პარამეტრებით განხორციელდება.
დანარჩენ მონაკვეთებზე გზის პარამეტრების გაუმჯობესების ღონისძიებები განხორციელდება კერძო ნაკვეთების ნაწილის ათვისებით (სადაც მოსახლეობასთან შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ შეთანხმება შედგა), ხოლო სხვა მონაკვეთებზე გზის ღერძის შეცვლის მეშვეობით.

 

რამდენიმე უბანზე გამოიკვეთა ეკოლოგიური ფაქტორიც. სოფელ ძმაგულასთან მეწყრის პროვოცირების თავიდან აცილებისა და ფერდობზე გამავალი საუბნო გზის დაცვის მიზნით, დიდი ქანობის მქონე ფერდობის ჩამოჭრის ნაცვლად, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გზის ღერძის მდინარის კალაპოტისკენ გადატანა. სადაც მთელს მონაკვეთზე გაბიონებისაგან მოეწყობა გზის ქვედა საყრდენი კედელი და ნაპირდაცვითი ბარიერები.
იმ მონაკვეთებზე, სადაც მოსახლეობა თანახმაა გზის გაფართოვება მათი კერძო ნაკვეთების ჩამოჭრის ხარჯზე (სათანადო კომპენსაციის სანაცვლოდ) მოხდეს, გზისგან გამიჯვნის მიზნით მოეწყობა მიწის ყრილების შესაკავებელი გაბიონები და ბეტონის საყრდენი კედლები. ასევე, მოწესრიგდება გზის გასწვრივ სადრენაჟე არხები და ეზოში შესასვლელები.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სავალ ნაწილზე ასფალბეტონის საფარის დაგებას; რკინაბეტონისა და ლითონის წყალგამტარი მილების; გზის ქვედა და ზედა საყრდენი კედლების; საგზაო ნიშნებისა და ზღუდარების მოწყობას. ასევე, განხორციელდება 2 ხიდის რეაბილიტაცია:

1. მდ.სხალთაზე – სიგრძე 17,2მ. (პკ.+08)

2. მდ. ძმაგულას წყალი – სიგრძე 8მ. (პკ. 17+92)
ამდროისათვის, მიმდინარეობს მიწის ვაკისის გაგანიერებისა და მომზადების სამუშაოები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2014 წლის ივლისში დასრულდება.

სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. "ზიმო-7". პროექტის ღირებულება შეადგენს: 4.569.6 ლარს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42