საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს:
"• ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელ. ენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა და შეიძლება შეაფერხოს ინვესტირება. გამჭვირვალობის მიზნით მთავრობას მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს ელ. ენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობები, რათა ტარიფების შემცირების უკან მდგომი მიზეზები გასაგები გახდეს.
• საქართველოს უზარმაზარი პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობამ თავის პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს დარგის მარეგულირებელი ჩარჩო სისტემის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას დაუბრუნდნენ წესებზე დამყარებულ მექანიზმს ენერგოფასების განსაზღვრისას და ოპერატიულად შეიმუშაონ ენერგო პოლიტიკის სტრატეგია.
• ზემოთხსენებულმა ნაბიჯებმა უნდა შეამსუბუქონ ინვესტორების წუხილი იმის თაობაზე, რომ მთავრობა შეიძლება მომავალშიც ჩაერიოს ფასებისა და გადამცემი ხაზების წვდომის განსაზღვრაში. ამით ახალი ინვესტიციების წახალისება მოხდება. იგივე მიდგომით შეიძლება შემცირდეს ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებათა აუცილებლობაც, რომელიც მთავრობას მნიშვნელოვნად უზრდის სავარაუდო ვალდებულებებს და ამდენად მხოლოდ ბოლო ინსტანციად უნდა იქნეს დაშვებული – მას შემდეგ, რაც ენერგო პოლიტიკის სტრატეგიაში აღნიშნული ყველა სხვა მეთოდი გამოყენებული იქნება.
• მისია მთავრობას მოუწოდებს, რომ ბუნებრივ აირზე ფასების განსაზღვრისას მაქსიმალურად მოხდეს პოტენციურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღება, რაც ბუნებრივი აირის იმპორტის დაბალი ფასით არის შექმნილი.
მასალის გამოყენების პირობები






