"პაშა ბანკი" შეუერთდა პროექტს „აღადგინე“
საზოგადოება - 15:29, 15 May, 2017     1118

"პაშა ბანკი" შეუერთდა პროექტს „აღადგინე”, რომლის მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის (250–მდე ჰექტარი) სრული რეაბილიტაცია: გაწმენდა, შემოღობვა, 750 000 ხის ნერგის დარგვა და მოვლა მომავალი 5 წლის მანძილზე. პროექტი აერთიანებს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ კერძო პირებს.

აღნიშნულ ინიციატივაში უკვე არაერთი კომპანიაა ჩართული და პაშა ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფინანსა 500 ხის დარგვა დაზიანებულ ტერიტორიაზე.

„2016 წელს გადავწყვიტეთ, რომ 2017-ში პაშა ბანკი აქტიურად ჩაერთვებოდა „მწვანე პროექტებში“ და უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. ამათგან პირველი იყო საახალწლოდ ჩვენი პარტნიორებისთვის სიმბოლურად 2017 ძირი ქართული ფიჭვის დარგვა ბორჯომის ტყის სარეაბილიტაციოდ. აღნიშნული კამპანია ორმაგად მნიშვნელოვანია როგორც დაზიანებული ტერიტორიის აღდგენის კუთხით, ასევე ამ პრობლემის ცნობადობის ამაღლების კუთხითაც. ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ წამოწყებაში.“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.

"ჩვენი მიზანია, ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ჩავრთოთ კერძო პირები და ბიზნეს სექტორი ბორჯომის ხანძრით დაზიანებული ტერიტორიის სრულად აღდგენაში. გვიხარია, რომ პაშა ბანკი ერთ-ერთი პირველი შემოუერთდა კამპანიას და აქტიურად ახორციელებს CSR ღონისძიებებს." - ბაჩო ხაჩიძე, სტარტაპ თრიფექსის თანა-დამფუძნებელი.

კამპანიას „აღადგინე“ ახორციელებენ ბიზნეს ინფორმაციის პორტალი „ბია“, სტარტაპი “თრიფექსი” და ეროვნული სატყეო სააგენტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42