ჯგუფი "სახეს" ვარსკვლავი სკანდალის მიზეზი გახდა- საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს
საზოგადოება - 14:06, 15 May, 2017     30877
ჯგუფ „სახის“ ვარსკვლავის გახსნა-არგახსნა მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შპს-ს ამ ღონისძიების ჩატარების უფლება მარტივი მიზეზის გამო არ აქვს- იდეა საავტოროა. ამ საკითხზე დღეს, ორშაბათს საკრებულო იმსჯელებს და სწორედ იქ გადაწყდება ვარსკვლავის ბედი. სახის ვარსკვლავის სკანდალმა კრიტიკის სამიზნე თავად ოქიტაშვილიც გახადა, ნიკა რურუამ კულტურის სამინისტროს მოუწოდა ვარსკვლავების გახსნა საკუთარ თავზე აიღოს. საზოგადოების ნაწილის აზრით ოქიტაშვილმა „ვარსკვლავების გახსნა“ საგვარეულო ბიზნესად აქცია.

აღნიშნულ თემაზე ოქიტაშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრობს. მისი თქმით ჯგუფი სახის ვარსკვლავის გახსნა კანონდარღვევით მოხდა. ამის ინიციატორ დათო ხუჯაძის უკან კი ნიკა რურუა დგას. ოქიტაშვილის განცხადებით ის ჯგუფი სახის ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი იმ მიზეზითაც იყო რომ მისი აზრით ჯგუფს საამისო ისტორია არ აქვს, ასევე სახე სრულყოფილი სახით არც ახლა შეკრებილა, რადგან კონცერტში გოგა ხაჩიძე არ მონაწილეობდა, თუმცა თუ კომპოზიტორთა კავშირის, კულტურის სამინისტროდან და დედაქალაქის მთავრობიდან თანხმობის წერილი მოვიდოდა ის მზად იყო ვარსკვლავი გაეხსნა.

„ერთ თვეშ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავი იხსნებოდა. დავურეკე და ვკითხე, სად იყო წერილი? მიპასუხა- ყველამ უარი მითხრა და გადავწყვიტე, რომ ვარსკვლავი თვითონ გავიხსნაო... წარმოგიდგენიათ?! ამ ერთმა კაცმა თავზე გადაუარა ჩვენ ჩვიდმეტი წლის ნამუშევარს, მაგრამ აქ მხოლოდ ხუჯაძე არაფერ შუაშია, ვფიქრომ მის უკან ნიკა რურუა დგას.“- განაცხადა ოქიტაშვილმა, მისი თქმით რურუა მასზე იმიტომ არის გაბრაზებული რომ 2013 წელს „ვარსკვლავის გახსნის“ უფლება ისევ რურუას მიერ სამინისტროდან გაშვებულ ოქიტაშვილს დაუბრუნეს.

ოქიტაშვილი არ გამორიცხავს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსაც მიმართოს.

„იქნებ "ვარსკვლავოსანი" ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს ძაან ბევრ ცრუ იმფორმაციას ავრცელებს.აუყვანეთ იურისტი იქნებ ამეცადინოს სად რა უნდა თქვას ვატყობ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება შეხვედრამდე დათუნ“- წერს ოქიტაშვილი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42