2017 წლის 16-19 მაისს, გამოფენების ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“ მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენაზე Caucasus Build 2017 გიწვევთ. რეგიონის უმსხვილესი ინდუსტრიული ღონისძიება წელს 20-მდე ქვეყნის 200-მდე მონაწილეს მასპინძლობს. თურქეთი და ინდოეთი გამოფენაზე ეროვნული სტენდებით წარსდგებიან.
Caucasus Build 2017 სამშენებლო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას მოიცავს. შესაბამისად, სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურების მომწოდებლებს რეგიონში მოქმედ სამშენებლებლო, დეველოპერულ, არქიტექტორულ და დიზაინერულ კომპანიებთან და სტუდიებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს ინფორმაციისა და პროდუქციის გაცვლის საუკეთესო ასპარეზია, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების საფუძველს ქმნის.
გელოდებით 16-19 მაისს ექსპოGორჯიაში!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.buildexpo.ge

მასალის გამოყენების პირობები






