ზრდის და ინფლაციის დაბალმა ტემპმა შეიძლება სავარაუდოდ 290 მილიონი ლარით, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1 პროცენტით შეამციროს შემოსავლები 2013 წელს," - ნათქვამია სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში.
მისიის ანგარიშში ასახულია, რომ 2012 წლის მეოთხე და 2013 წლის პირველ კვარტალში მთავრობის კაპიტალური ხარჯები შემცირდა შესყიდვების პროცედურების გამკაცრების და ზოგ სამშენებლო კომპანიში წარმოჩენილი ფინანსური სირთულეების გამო. 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო მოხმარებამ იკლო: შესყიდვების ახალი წესების დაინერგვის და ცენტრალიზებული შესყიდვების გამო (რამაც მნიშვნელოვანი დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობა შექმნა).
დაბალი ინფლაციისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების პირობებში არსებობს ავტომატური ფისკალური სტაბილიზატორების ამოქმედების შესაძლებლობა. ნაკლები შემოსავლები ნაწილობრივ უნდა დარეგულირდეს მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ნაკლები ხარჯვით (რაც შესაძლებელია, რადგან ფასები პროგნოზზე დაბალია), და ასევე შეიძლება საჭირო იყოს ფისკალური დეფიციტის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.8 დან დაახლოებით 3.3 პროცენტამდე გაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები






