მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამწლიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა შენელდა, პოლიტიკური ძალაუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით.
სავალუტო ფონდის აზრით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რომელიც სავარაუდოდ გასულ წელს არჩევნებამდე დაიწო, ასახავს პოლიტიკური გაურკვევლობებს და შეფერხებებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. მეზობელ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამაც უარყოფით გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. თუმცა, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ინვესტორები უკვე იჩენდნენ სიფრთხილეს.
"არჩევნების შემდეგ ეს სიფრთხილე თითქოსდა გაძლიერდა მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შენელებით, მოსალოდნელზე მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთებითა და პოლიტიკური დაძაბულობით. ბიზნეს წრეების ინფორმაციით, ძირითადი რეფორმების (თუმც ბევრ შემთხვევაში სასურველი რეფორმების) გამოცხადება არსისა და განხორციელების დეტალების გახმოვანების გარეშე (მაგ. ჯანდაცვის რეფორმა, შრომის კოდექსი, საპარტნიორო ფონდი და ახალი კერძო საინვესტიციო ფონდები) გაურკვეველს ხდის სამთავრობო პოლიტიკას," - აღნიშნულია განცხადებაში.
ფონდის ანალიზის მიხედვით, 2010 - 2012 წლის პირველი ნახევარში საშუალოდ 7 პროცენტით ზრდის შემდეგ, ეკონომიკამ შენელება დაიწყო 2012 წლის მესამე კვარტალში.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს იმასაც, რომ ინფლაცია მკვეთრად შემცირდა: 15 - დან (მაისი, 2011) - 1.7 პროცენტამდე (აპრილი, 2013), რაშიც აისახა გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტი ლაგით და ფასების კლება სურსათსა და ენერგო მატარებლებზე (რომელსაც მთავრობამ უზრუნველყო). იმავდროულად შენელდა ადგილობრივი მოთხოვნაც.
მასალის გამოყენების პირობები






