„აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები ეწამნენ აჭარაში“ - პატრიარქი
საზოგადოება - 13:31, 12 May, 2017     4649

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი ჩაატარა.

"პირველწოდებული არის, რადგან პირველად მას მოუწოდა მაცხოვარმა, რომ ყოფილიყო მოციქული უფლისა. ეს არის ის დღე, ის დრო, ის ჟამი, როცა ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში, კერძოდ აჭარაში. ასე რომ აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები ეწამნენ აჭარაში. დღეს მათი ხსენებაც არის. წმინდა გიორგი მთაწმინდელი შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს და პატრიარქმა მოუწოდა მას, რომ ემოქმედა და საქართველოს ეკლესია უნდა ემორჩილებოდეს ანტიოქიასო. გიორგი მთაწმინდელმა მოუწოდა, მომეცით მე ცხოვრება წმინდისა ანდრია პირველწოდებულისაო და იქ წაუკითხა ის ადგილი, რომ ანდრია პირველწლოდებული ქადაგებდა პირველად საქართველოში, ამის შემდეგ ყველამ მიიღო, რომ საქართველოს ეკლესია უნდა ყოფილიყო ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია. დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომ აღავლინოს ლოცვა წინაშე ღვთისა, რათა მშვიდობა სუფევდეს მის მამულში საქართველოში. თქვენ იცით, რომ შემოსვლის წინ საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ როგორც პატრონმა საქართველოსი, საქართველო მისი წილხვედრია, მიიდო სახეზე ფიცარი და გამოისახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე. იმდენად იმოქმედა ამან მორწმუნე ხალხზე აჭარაში, რომ აჭარიდან აღარ უშვებდნენ მოციქულს და როცა ანდრია პირველწოდებულმა უთხრა, რომ მე ვარ გამოგზავნილი მოსაქცევად საქართველოსი ღვთისმშობლის მიერ, მაშინ უთხრეს, ხატი მაინც დაგვიტოვეო. ანდრია პირველწოდებულმა მოატანინა მეორე ფიცარი, მიადო ხატს და იქაც გამოისახა იგივე ღვთისმშობლის ხატი, ის დაუტოვა აჭარას. ღოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და ანდრია პირველოწდეულის ლოცავ შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ინებოს უფალმა, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა პატრიარქმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42