"44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცზე წერს
საზოგადოება - 12:35, 12 May, 2017     32102
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში ქართველი ჯარისკაცის 44 წლის დავით სიხარულიძეა.


"კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი გმირულად დაეცა დონბასში. დავით სიხარულიძე ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

2015 წლამდე ის მაიორი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და "აიდარის" წევრი გახდა. ის სოფელ ნოვოლუგანსკთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა.

უკვე სათვალავი ამერია, მერამდენე ქართველი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. ასეულობით ქართველი ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის დასაცავად ბრძოლას. უკრაინის პრეზიდენტის მიერ საზეიმოდ დადებული ფიცის მიუხედავად, არცერთს არ მიუღია უკრაინის მოქალაქეობა.

ამის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასაცავად ბრძოლას და იღუპებიან კიდეც, ისევე, როგორც 34 უკრაინელი დაიღუპა აფხაზეთში, ხოლო ბევრმა, მათ შორის გიორგი ღონღაძემ, იქ ჭრილობა მიიღო.

იბრძვიან რა უკრაინაში, ქართველები უკრაინელ გმირებს ვალს უბრუნებენ. ისინი თავისუფალი საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ ამავდროულად, უკრაინას თავიანთ მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ. შემთხვევითი არაა, რომ უცხოელებს შორის უკრაინაში დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ქართველია. დაე, მსუბუქი იყოს მათთვის უკრაინული მიწა...", - წერს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42