ჰანს ტიმმერმა თსუ-ში საჯარო ლექცია "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში” წაიკითხა
საზოგადოება - 21:21, 11 May, 2017     1436
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა ჰანს ტიმმერმა საჯარო ლექცია "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში” წაიკითხა.

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, დაინტერესებული მსმენელები დაესწრნენ.

„ეს არის შეხვედრა, რომელში მონაწილობითაც ძალიან მოხარული ვარ. შეხვედრები თსუ-ში, განსაკუთრებით სტუდენტებთან, რომლებიც მომავალი თაობაა ყოველთვის საინტერესოა. არის ბევრი კითხვა, დებატი, რაც ძალზე აუცილებელია, რადგან რეალურად არავის აქვს პასუხი ყველა კითხვაზე. და ფაქტია, რომ საამისოდ ჩვენ კიდევ უფრო მეტი დისკუსია გვჭირდება“ - აღნიშნა ჰანს ტიმმერმა.

თსუ სტუდენტის ნინო ლობჟანიძის თქმით, შეხვედრაზე ჰანს ტიმმერმა ისაუბრა ახალი ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს როლზე, რამდენად შეუძლია საქართველოს შედარებითი უპირატესობის მოპოვება და შეუძლია თუ არა გახდეს ამ მომსახურების მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე. „ჰანს ტიმმერის ინფორმაციით საქართველო სხვადასხვა კუთხით წინ წავიდა, რასაც რეიტინგებიც ადასტურებს. მისი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, მისი მოსაზრებები გასათვალისწინებელია“,-აღნიშნა სტუდენტმა.

ჰანს ტიმმერი 2013 წლიდან მსოფლიო ბანკის რეგიონის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარი ეკონომისტია. იგი იყო მსოფლიო ბანკის განვითარების პერსპექტივების ჯგუფის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, ჯგუფმა წარმოადგინა მსოფლიო ბანკის წლიური ფლაგმანი ანგარიშები, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები და გლობალური მონიტორინგის ანგარიში, მონიტორინგისა და პროგნოზირების პუბლიკაციების ფართო სპექტრი, გლობალური განვითარების ფინანსების ჩათვლით. მას დიდი გამოცდილება აქვს ევროპის კომისიებთან მუშაობის, ასევე ორგანიზაციებთან - „მთავრობათაშორისი პანელი კლიმატის ცვლილები“ (IPCC), „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია” (OECD), ასევე ინდოეთის დაგეგმვის კომისიაში და სოციალური მეცნიერებების ჩინურ აკადემიაში მუშაობისა. იგი ფლობს როტრდამის ერასმუს უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის მაგისტრის დიპლომს, ასევე იყო პოლონეთისა და ჰოლანდიის ეკონომიკური ინსტიტუტის მკვლევარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42