საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობის უცნობი დეტალები - ,,რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა“
კრიმინალი - 16:27, 11 May, 2017     7204

საბერძნეთში მოკლული ქართველი დიანა ბერიძის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს, რომელიც საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებზე წერს. 38 წლის ანგიოქირურგს სახელმწიფო პროკურორმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა ბრალდება წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ამ სამართლებრივი ქმედების წინააღმდეგ აპელაციას შეიტანს.

georgians.gr-ის ცნობით, დილის საათებიდან საღამომდე მომდინარე დაკითხვის დროს, ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა იმაზე დაყრდნობით, რომ უდანაშაულოა და 3 შვილის დედის რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა.

პარარელურად, 38 წლის ექიმმა აღიარა, რომ ა/წლის იანვრის თვეში Facebook-ში დაუმეგობრდა დიანა მაცაციდუს (ბერიძეს), თუმცა მათ შორის მიწერ-მოწერა თებერვლის თვიდან დაიწყო, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ მსხვერლპთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, იმ ფაქტზე ხაზგასმით, რომ მათი ურთიერთობა წმინდა მეგობრული ხასიათისა იყო. მეტიც, აღნიშნა, რომ პირველ კონსულტაციაზე, გარდაცვლილი, მეუღლესთან ერთად იყო მოსული.

კონკრეტულად, გამოძიებლის კითხვებზე შემდეგი პასუხები იქნა გაცემული:

— რანდევუს (შეთანხმებული ვიზიტის) თაობაზე განაცხადა, რომ, ის ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციის მიზნით, მაგრამ ბოლო მომენტში გაფრთხილებული იქნა პაციენტისგან, მიზეზით, რომ რაღაც გადაუდებელი შეემთხვა და რანდევუზე ვერ მოახერხებდა მისვლას. სწორედ ამაზე ამყარებს საკუთარ ვერსიას ანგიოქირურგი, როცა ხაზს უსვამს, რომ, აღნიშნული სატელეფონო საუბრისას, ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა და შესაძლოა, უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. ასევე, განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაფრთხილებული იყო განყოფილების გამგეც, ვინაიდან რანდევუ არაოფიციალურ ხასიათს არ ატარებდა და საავადმყოფოს შინაგანაწესის სრული დაცვით იყო რეგისტრირებული.

— იმ საღამოს მის მიერ ავტომანქანის საეჭვო გადანაცვლებაზე, განაცხადა, რომ, საავადმყოფოს შემოსასვლელთან ახლოს ავტომანქანა გადმოაყენა, რათა უფრო იოლად გადაეტ-გადმოეტანა გასარეცხი ტანსაცმელი, ლაპ-ტოპი და საჭმელი, ცელოფნის პარკით.

— ქალის გაუჩინარების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში რატომ გარეცხა, და თანაც ორჯერ, ავტომანქანა, განაცხადა, რომ „სისუფთავის მანიაკია“ და ხშირად აკეთებს ამას.

— გამომძიებლის ყველაზე კვანძოვან კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იმ ღამეს, საკუთარი მორიგეობის პერიოდში, თესალონიკიდან და საავადმყოფოდან 115 კმ-ის დაშორებით, ხალკიდიკის სოფელ პალიურიში, რომლის მახლობელი ტყის ხევშიც იპოვეს მიცვალებულის ნეშტი, განაცხადა, რომ ხშირად აკეთებს ამას: „რათა გაექცეს ქალაქის ხმაურს და დაასვენოს გონება“.

ბოლოს, ბრალდებულმა დაამატა, რომ ვიღაცამ, ვინც ეჭვისა და შურის თვალით შეხედა და სხვანაირად გაიგო მისი ინტერესი ქალისადმი, ხაფანგში გააბა ის, თუმცა, კონკრეტული პიროვნების სახელი არ მიუთითებია.

საიტის ცნობით ციხეში, რომელშიც ბრალდებული გადაიყვანეს, იმყოფებიან ქართველი პატიმრებიც, რომლებიც ბერძენ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42