სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იშვიათი ვაზის ჯიშები გაშენდა
საზოგადოება - 15:52, 11 May, 2017     1765
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგები გადასცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან და სრულიად სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან, დეკანოზ მიქაილ ბოტკოველთან ერთად საქართველოს რეგიონებში გავრცელებული ვაზის ნერგები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დარგეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოს მარანსაც გადასცა იშვიათი ვაზის ნერგები, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, მარნის ტერიტორიაზე გაშენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის აპრილში გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენება და ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა და მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42