თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საზოგადოება - 14:37, 11 May, 2017     1176
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეები წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.

ღონისძიების სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი მიესალმა, მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ოცდახუთწლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ასევე აკადემიური გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, ვფიქრობ, ეს ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას“-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ყოველწლიური კონფერენციის გახსნაში. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას, ახალი ურთიერთობების წარმოქმნას. სწორედ ამგვარმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი ამ ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებას“,- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

თსუ ასოცირებული პროფესორის ელენე მეძმარიაშვილის ინფორმაციით, კონფერენციაში ჩართულია ამერიკისმცოდნეობის ყველა მიმართულების სპეციალისტი, ამდენად, მოხსენებები მრავალფეროვანია. „ტრადიციულად, ჩვენი კონფერენცია მრავალრიცხოვანია, ხარისხიც საკმაოდ მაღალია, და რაც მთავარია, მიზნად ისახავს ამერიკისმცოდნეობის მიმართულების განვითარებას, ნაშრომების ხარისხის გაუმჯობესებას, კავშირს მეცნიერებს შორის და ცოდნის გაზიარებას“,-აღნიშნა ელენე მეძმარიაშვილმა.

„კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებული მკვლევრების, პროფესორების და სტუდენტების წახალისება. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მკვლევრისთვის და დოქტორანტისთვის, ამერიკის საკითხებით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა“,-განაცხადა მარიამ ხატიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიიდან“, რომელზეც წარმოდგენილია ამერიკაში მცხოვრები ქართველების, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის (სამხედრო, საავიაციო, სამეცნიერო, ლიტერატურული, სახელოვნებო, სპორტული და სხვა) ამსახველი ფოტოდოკუმენტები, ბეჭდური და ხელნაწერი მასალები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42