"სტუდენტი გოგონების ნაწილმა აღიარა, რომ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში გაიკეთეს“ - საქართელოში უშვილობის მაჩვენებელი გაიზარდა
საზოგადოება - 14:31, 11 May, 2017     28388
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე სახალხო დამცველის ინიციატივას, სკოლებში სქესობრივი ურთიერთობისა და რეპროდუქციის საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მაღალი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები არ ფლობენ ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინა.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ სექსუალურ ცხოვრებას ახალგაზრდების დიდი რაოდენობა უკვე სკოლიდან იწყებს. ფონდის მიერ გამოკითხული სტუდენტი გოგონების ნაწილმა ანონიმურად აღიარა ისიც, რომ მათ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში ჰქონდათ გაკეთებული. ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის არასასურველი რეალობაა, რომელსაც საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს და ინიციატივა სქესობრივი სწავლების შესახებ სწორად უნდა გაიგოს. მისი თქმით, სწავლება არ გულისხმობს აღნიშნული საკითხების შესახებ სახელმძღვანელოების დაბეჭდვას და ამ ფორმით სწავლას. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, სწავლებას სასემინარო ფორმა ექნება და ეს სემინარები მაღალი კლასების მოსწავლეებთან ჩატარდება.

„ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. აქ საუბარი არ არის სასკოლო სახელმძღვანელოებზე, აქ საუბარია სასემინარო სწავლებაზე. ამის სწავლება საჭიროა, რადგან ჩვენ დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გავაკეთეთ კვლევები ახალგაზრდებში – გამოვკითხეთ პირველი, მეორე და მესამე კურსის 500 სტუდენტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და გვაქვს ფატალური შედეგები – გამოკითხულთა 87% -მა არ იცოდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ. გარკვეული კვლევა ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებშიც, დამამთავრებელ კლასში, მე-12 კლასის მოსწავლეებში. აქ კიდევ უფრო მძიმე შედეგი გვქონდა – გამოკითხულთა 98% არ იცის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.

დღეს საქართველოში სქესობრივი ურთიერთობები ადრეულ ასაკში იწყება. გამოკითხულ სტუდენტებში 250 გოგონა იყო, მათმა 7%-მა აღიარა, რომ პირველი აბორტი გაკეთებული ჰქონდათ 14-15 წლის ასაკში. გამოკითხული ბიჭი სტუდენტების 6,2% აღიარა, რომ მათ მოგვიანებით აღმოაჩნდათ ინფექციები, ვერ გაუმხილეს მშობლებს. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად დადიოდა ექიმთან, ზოგმა კი ვიღაცისგან ნასწავლი მედიკამენტებით დაიწყო მკურნალობა და მიიღეს უფრო ცუდი შედეგები.

დღეს ეს საკითხი სწორად დადგა. ამის თაობაზე ჩვენ რამდენიმე წლის მანძილზე ვსაუბრობდით, მაგრამ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, შეჩერდა. საუბარია მაღალ კლასებში სასემინარო სწავლებაზე და არა სახელმძღვანელოზე. ქვეყანაში 14-15 წლის ასაკში უკვე პირველ აბორტს იკეთებენ. გოგონები, გამოკითხვისას, მალავდნენ ინფორმაციას, სინამდვილეში გაცილებით მეტს ჰქონდა აბორტი გაკეთებული.

მივესალმები, რომ პარლამენტმა სწორად მიიღო ეს ინიციატივა და საკანონმდებლო ინიციატივად იქცა. როგორ მოხდება ამის აღსრულება, ეს უკვე განათლების სამინისტროს ხელშია. განათლების სამინისტომ უნდა განსაზღვროს, როგორი სემინარები ჩაატაროს სკოლებში. სკოლის მოსწავლეებმა არ იციან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, არ იციან რას ნიშნავს აბორტი, არ იციან, რომ 70-80%-ში პირველადი აბორტი უშვილობით მთავრდება. კიდევ უფრო ფატალურ შედეგებს ვიღებთ როდესაც მედიკამენტოზურ აბორტებზე გადადიან. ამ ბავშვებს არანაირი ცოდნა და ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არ მივიღოთ დამახინჯებული თაობა“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

​მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უშვილობის მაჩვენებელი, რისი გამომწვევი მიზეზებიც ხშირ შემთხვევაში, სქესობრივ ინფექციურ დაავადებებს და პირველი ორსულობისას ჩატარებულ აბორტებს უკავშირება.

„ადრე 25 წლამდე ასაკში არ შეინიშნებოდა უშვილობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რაც დღეს არის. უშვილობის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. ამის მიზეზია ადრეული სქესობრივი ურთიერთობები, დაუცველი ურთიერთობა და ინფექციები, რომელიც ამის შედეგად გადადის და შემდგომში იწვევს უშვილობას, ასევე, პირველადი აბორტები ადრეულ ასაკში, არაჯანსაღი კვება და დაბინძურებული გარემო“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

წყარო: kvira.ge/328647





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42