კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევები ჩატარდება
საზოგადოება - 12:46, 11 May, 2017     1581
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანომა“ გრძელდება. კამპანიის შესახებ დღეს ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა და „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლალი მეკოკიშვილმა მიაწოდეს. 2017 წლის ლოზუნგია: „კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!“

მიმდინარე წელს ღონისძიების ორგანიზატორები მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ, რის შემდეგაც მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58.

„ევრომელანომის“ კამპანია საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მთავარი მიზანია: საზოგადოების ინფორმირება, ასევე, ექიმისთვის დროულად მიმართვის მოტივაციის ამაღლება, დერმატოლოგების და სხვა სპეციალობის ექიმების ცოდნის დონის გაღრმავება კანის სიმსივნესთან მიმართებაში და ადრეულ სტადიებში დაავადების გამოვლენა.

აღსანიშნავია, რომ სულ 2012-2016 წლებში ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევებით ისარგებლა 4500-მდე პირმა, შესაბამისად, გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის, მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციებიც.

სკრინინგს ყოველწლიურად წინ უსწრებს ფართო საინფორმაციო კამპანია, ექიმთა ტრეინინგები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა ბრიუსელში, სათაო ოფისში, ასევე ქართული ჯგუფი მონაწილეობდა „ევრომელანომის“ საბჭოს წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრაში - კანის კიბოს აქტუალური საკითხების განსახილველად.

„ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა, საქართველო კი მას 2012 წლიდან შეუერთდა (www.euromelanoma.org/georgia/home-1). კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42