მადრიდის "ატლეტიკოს" გამარჯვების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარდიდის "რეალი" ითამაშებს.
შეხვედრა, გუშინ, “ვისენტე კალდერონის“ სტადიონზე, ატლეტიკოს სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის საერთო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა ფინალშიც რეალი გავიდა. პირველი შეხვედრა რეალმა 3:0 მოიგო.
მატჩის მე-12 წუთზე, ატლეტიკოს ფეხბურთელებმა ანგარიში გახსენს. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთი გოლით დააგვირგვინა საულმა. ამ ეპიზოდიდან 4 წუთში კი ფერნანდო ტორესის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ანტუან გრიზმანმა და ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
მატჩის 42-ე წუთზე, კი მადრიდის რეალმა ატელტიკოს კარში გოლი შეაგდო და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ გზა გაინაღდა.
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი , ფინალური შეხვედრა 3 ივნისს კარდიფში გაიმართება.
მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები