2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია. დღეს, იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. დანარჩენი 2 გუნდი მოგვიანებით გამოვლინდება.
წილისყრას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე ესწრებოდნენ. ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა წილისყრის შედეგებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა:
“რთულ ჯგუფში მოვხვდით: ვეთამაშებით ავსტრალიას, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა; უელსს, რომელიც მსოფლიო თასებზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს; ჩვენს ჯგუფში, როგორც ოკეანეთი1 სავარაუდოდ ფიჯი მოხვდება, მათგან კი ყველაფერს უნდა ელოდო; იოლი არ იქნება ამერიკის მეორე გუნდთან თამაში, არაა გამორიცხული კანადა იყოს. რთული ჯგუფია და ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ნოემბერში უელსს ვეთამაშებით“- განაცხადა ჰეიგმა.
მასალის გამოყენების პირობები