როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანი „ტივისხე“ გამოვიდა
საზოგადოება - 16:27, 10 May, 2017     1336
რომანი გამოიცა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით. წიგნი მხატვრულად გააფორმა თამარ მინაშვილმა. ანოტაციაში ნათქვამია:

„ტივისხე“ გიორგი შატბერაშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. საერთოდ, გიორგი შატბერაშვილის სახელი როსტომ ჩხეიძის ჯერ მარტო ბიოგრაფიულ რომანებშიც გამოჩნდებოდა - უიმისოდ რაღაც მოაკლდებოდა თედო სახოკიას, პავლე ინგოროყვას, ვახტანგ ჭელიძისა თუ ოთარ ჩხეიძის ბიოგრაფიულ ქრონიკებს... მაგრამ ამასობაში აუცილებელი შეიქნებოდა მასზე ცალკეც შეთხზულიყო ბიოგრაფიული რომანი - გიორგი შატბერაშვილის დრამატული ცხოვრება საამისო მასალას უხვად იძლეოდა, მით უმეტეს, რომ საზოგადოებრივ და სამეცნიერო-ლიტერატურულ მიმოქცევაში შემოვიდოდა მისი დაპატიმრების ოქმები და გარემოებანი ბონდო არველაძის ძიებების წყალობით.

საჯილდაო ქვის მეტაფორა გიორგი შატბერაშვილმა დაამკვიდრა სალიტერატურო ენაშიც და მწერლურ მისწრაფებაშიც. თვითონ კიდეც ასწია თავისი საჯილდაო ქვა მოთხრობითაც „მკვდრის მზე“. პოემითაც - „ზაფხულის ღამის ქრონიკა“ და „თვალადური ქართულის ჭაშნიკითაც“, რომელიც აღიარებული გახლდათ სულხან-საბა ორბელიანის, იოსებ გრიშაშვილისა თუ თედო სახოკიას სიტყვართა უშუალო ჩამომავლად, როსტომ ჩხეიძის მტკიცებით კი სულაც პოსტმოდერნისტული რომანია, თედო სახოკიას „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანისა“ არ იყოს, და, თავისთავადი მეცნიერული ღირებულების გარდა, უნდა განიხილებოდეს მილორად პავიჩის „ხაზარული სიტყვისკონის“ გვერდითაც, როგორც სრულფასოვანი პოსტმოდერნისტული რომანი.

და კიდევ: გიორგი შატბერაშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც ჯოჯოხეთური რეჟიმის პირობებში ინარჩუნებდა ზნეობის უწყვეტობას. მისი წინაპარი ზებედე შატბერაშვილი გვერდით ედგა ალექსანდრე ბატონიშვილს, საქართველოში ფარულად შემოსული კიდევ ერთხელ რომ გაიბრძოლებდა დამხობილი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, ზებედეს შთამომავალს კი უნდა შეენარჩუნებინა ის იდეალები, რომელსაც შეეწირებოდა ლეგენდაში გადანაცვლებული უფლისწული.

ეს ლეგენდაც კი უნდა გაეცოცხლებინა გიორგი შატბერაშვილს სანდრო ახმეტელის დავალებით... და თუმც დატუსაღება-გადასახლება ხელს შეუშლიდა „მერანისებური“ პიესის შექმნას ისკანდერ ბატონიშვილზე, ანდერძად დაგვიტოვებდა ამ სულისკვეთების განსხეულებას ლიტერატურის ყველა ჟანრში, თვითონ გული რომ ვერ შეეჯერებინა ვერცერთით და ყველას დააჩნევდა საგულისხმო კვალს, ახალი დროის სულხან-საბაობასაც წარმატებით რომ გაართმევდა თავს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42