რეჟისორი დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს.
ირაკლი სოლომონაშვილის სცენარს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი უდევს.
ფილმის პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია, რომელსაც შინდისის გმირების შესახებ დოკუმენტური ფილმების ციკლი აქვს გადაღებული. ფილმში მსახიობთა ვარსკვლავური შემადგენლობა ითამაშებს. მთავარი გმირის როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობს ჰოლივუდის ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე, ასევე, ია სუხიტაშვილი და გიორგი ბაბლუანი.
ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს „შინდისი“ ერქმევა და მისი გადაღებები ზაფხულში დაიწყება. ამ ეტაპზე, ფილმის სხვა მსახიობების შერჩევა მიმდინარეობს, როგორც უცხოელ ისე ქართველ არტისტებს შორის.
ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები ცნობილ ამერიკელ მსახიობ, ჯონ მალკოვიჩთან მიმდინარეობს.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები