2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია.
დღეს, იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. დანარჩენი 2 გუნდი მოგვიანებით გამოვლინდება.
ოკეანეთი 1-დან ბორჯღალოსნები, სავარაუდოდ, ფიჯის ან სამოას შეხვდებიან, ხოლო ამერიკა 2-დან - კანადას ან აშშ-ს.
მსოფლიოს თასი 2019-ის სრული წილისყრის შედეგები ასე გამოყურენა:
ჯგუფი A: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, ევროპა 1, პლეიოფის გამარჯვებული.
ჯგუფი B: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია, აფრიკა 1, რეპეშაჟის გამარჯვებული.
ჯგუფი C: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, ამერიკა 1, ოკეანეთი 2.
ჯგუფი D: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ოკეანეთი 1, ამერიკა 2.
მილტონ ჰეიგის გუნდმა 2015 წლის მსოფლიო თასზე ორი მატჩის მოგებით, ტონგასთან და ნამიბიასთან, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ბორჯღალოსნები 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდნენ და მომდევნო მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები