თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაიწყო
საზოგადოება - 14:03, 10 May, 2017     1233
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მესამე მოდული დაიწყო. მოდულს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველოს, მორალური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ფსიქოლოგი ნინო ჯაფარიძე უძღვება.


დღეს კურსი - „ეფექტური კომუნიკაცია“ - კომუნიკაციის სახეობებსა და მართვის სისტემაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები კომუნიკაციის არსის, თავისებურებების, ვერბალური და არავერბალური, ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. კურსის მონაწილეები კონფლიქტურ სიტუაციაში მოქმედებისა და მოლაპარაკების წარმოების დროს, ასევე, არავერბალური სიგნალების ამოცნობისა და სათანადო რეაგირების ხერხებს დაეუფლებიან. ტრენინგზე საუბარი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, კომუნიკაციის პროცესში მის როლსა და დარწმუნებისა და ზემოქმედების მოხდენის ტექნიკასაც შეეხება.

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში სამი მოდული უკვე გაიარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42