დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო
საზოგადოება - 13:58, 10 May, 2017     2592
ახალი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს , გურიის და იმერეთის რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) სპეციალისტებმა სამუშაო ჯგუფებს მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის და მონიტორინგის მეთოდები გააცნეს. თეორიული სწავლების შემდეგ ჩატარდა საველე სამუშოები და თხილის ფართობებში ფერომონები (დამჭერი ხაფანგები) დამონტაჟდა.


მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ფერომონების (დამჭერი ხაფანგების) განთავსება, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 ათას წერტილზეა დაგეგმილი. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება ქიმიური წამლობის ფართობები. შეწამვლითი ღონისძიებების ივნისში დაიწყება. მსოფლიოს ენტომოლოგების რეკომენდაციით, შესხურებისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოცდილია საქართველოში .

აზიური ფაროსანას მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ანაკლიაში, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ მავნებელთან დაკავშირებით სწავლებებს და მონიტორინგს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭერით ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42