დედაქალაქი მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლებს
საზოგადოება - 13:11, 10 May, 2017     1147
შაბათს, 16:00 საათზე, ისთ ფოინთში, მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“ გაიხსნება. პროექტში წელს 100-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული. ნორჩი მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს გააცნობენ.

ინოვაციური ფესტივალის ძირითადი პროგრამა 16:00 საათზე დაიწყება, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა ექსპერიმენტები ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბოლო პერიოდის განმავლობაში კონკურსებში გამარჯვებული გამომგონებლების ნამუშევრების გამოფენაც.

ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა გამოგონებები და თავად ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. მეცნიერების ფესტივალში დემირელის სახელობის კოლეჯისა და თბილისის სხვა სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა მეცნიერები და შშმ გამომგონებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

წლევანდელ გამოფენაზე ექსპერიმენტები სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთავლიერებელი 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერმენტსა და 20-მდე ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.

ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.

პროექტი „შეეხე მეცნიერებას“ წელს დემირელის სახელობის კოლეჯის ინიციატივით იმართება და მასში დედაქალაქის სხვადასხვა სკოლაც მონაწილეობს. მეცნიერების ფესტივალში 2016 წლის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გამომგონებლებიც არიან ჩართულნი, რომლებიც დამთვალიერებლებს საკუთარ პროექტებს გააცნობენ და მისცემენ რჩევებს ამ თემით დაინტერესებულ მოსწავლეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42