საპატრულო პოლიციასა და ადგილობრივებს შორის საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირებასაც ქონდა ადგილი. ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე ასვლას ითხოვდნენ სადაც გადამცემი ხაზების მონტაჟი მიმდინარეობს, ამის უფლება კი მათ პოლიციამ არ მისცა.
კომპანია, რომელიც ადგილზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აწარმოებს აცხადებს, რომ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და მომავალი სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით და გარემოს მინიმალური ზიანით განხორციელდება:
„მონაკვეთზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან ჩვენ ველოდებით სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომელიც არის გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი. მანამდე ეს არ იქნება, ეს ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, ფასანაურთან ეს ხაზი გადის 56 მეტრში, მეორე მოსახლედან გადის 34 მეტრში. განაპირა სახლიდან უნდა იყოს 30 მეტრი. აბსოლუტურად ყველა სამშენებლო ნორმა დაცულია“ - განაცხადა ჯემალ ახალაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






